
იუგოსლავია იყო მრავალეროვანი სახელმწიფო, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულამდე იყო გადაჭიმული. იუგოსლავიის ეს სივრცე ეთნიკური კონფლიქტების მხრივ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევას წარმოადგენს მსოფლიო ისტორიაში. სულ რამდენიმე ათწლეულს გასტანა 6 რესპუბლიკისა და 2 ავტონომიური პროვინციის ერთობამ. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეთნიკური კონფლიქტების შედეგად ეს ფედერაციული გაერთიანება 5 სხვადასხვა სახელმწიფოდ დაიშალა და იმისდა მიხედვით, თუ დღეს ვინ, ან როგორ (რა კრიტერიუმით) დათვლის ამ სახელმწიფოებს, შეიძლება 6, ან 8 სახელმწიფო მივიღოთ. ესენია: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, მონტენეგრო, სერბია და კიდევ 2 ავტონომიური პროვინცია: კოსოვო და ვოევოდინა. ომის გამომწვევ ძირითად მნიშვნელოვან ფაქტორებად ანალიტიკოსები შემდეგს ასახელებენ: (1) სამოქალაქო ომს მეორე მსოფლიო ომის დროს, (2) დიდი სერბეთის იდეასა და (3) პანსლავიზმს. ამავდროულად, ყველაზე დიდ პრობლემად რჩებოდა ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელიც ეთნიკური თვალსაზრისით მეტად ჭრელ რეგიონს წარმოადგენდა: 44 % მუსულმანი, 33 % სერბი და ხორვატი და სხვა უმცირესობები.(…სრულად)

ტიესტო (ინგლ. Tiësto; ნამდ. სახელი Tijs Verwest - ტაის ვერვესტი; დ. 1969, ქ. ბრედა, ნიდერლანდი) — ნიდერლანდელი ტრანს დიჯეი. ტიესტო ტაისის იტალიურ ყაიდაზე გადაკეთებული ბავშვობისდროინდელი მეტსახელია. ბოლო ნამუშევრებში ზედსართავი დიჯეი გამოტოვებულია და მას უბრალოდ ტიესტოს უწოდებენ. ევროპის გარეთ ტიესტო ყველაზე მეტად ცნობილია მისი განთქმული რემიქსით დელერიუმის სინგლიდან “Silence” (სარა მაკლაკლენის შესრულებით).
ტაის ვერვესტი მუსიკით 12 წლის ასაკში დაინტერესდა. ოცი წლის ასაკში თითქმის მთელ დროს მუსიკას უთმობდა და სასკოლო წვეულებებზე დიჯეობდა, შემდეგ კი უკვე რეზიდენტი დიჯეი გახდა ნიდერლანდის რამდენიმე კლუბში 1985-1993 წლებში. ამ პერიოდში ის მძიმე ტექნო-ხაბერ კომპილაციებს ქმნიდა “და ჯოკერ” და “დიჯეი ლიმიტედ” ფსევდონიმებით. თუმცა საკუთარი სტილი ტაისმა მცირე კლუბ “სპოკში” იპოვა, სადაც პატარა ოთახში უიკენდებზე საღამოს 10-დან დილის 4 საათამდე განმარტოებული ქმნიდა ელექტროკომპილაციებს. მისი კარიერის დასაწყისში იგი ხშირად უკრავდა ”ნიუ ბიტს”, ”ესიდ ჰაუსს” და განსაკუთრებით მადონას სიმღერებს, რადგან მისი მუსიკა ცეკვის სტილთან ადაპტირებული მიაჩნდა. ამ პერიოდში ტაისი აღმოაჩინა ”ბესიქ ბიტ რეკორდინგზის” გენერალურმა მენეჯერმა და მისი დახმარებით პირველად გამოუშვა მიქსების ხუთი დისკ-კრებული, რომელიც ”Forbidden Paradise”-ის სერიის სახელითაა ცნობილი. (…სრულად)
|

გიიომ აპოლინერი (Guillaume Apollinaire; 1880—1918) იყო ფრანგი პოეტი, „მირაბოს ხიდის“ ავტორი. მისი შემოქმედება მოიცავს ასევე ნოველებსა და ეროტიკულ რომანებს. მანვე შემოიტანა კალიგრამები. აპოლინერის შემოქმედებამ გავლენა მოახდინა თითქმის ყველა ავანგარდულ მიმდინარეობაზე. აპოლინერის შემოქმედება ერთ რომელიმე მიმდინარეობაში ვერ თავსდება. მასში არის როგორც სიმბოლიზმის, ასევე იმპრესიონიზმისა და კუბიზმის ელემენტები, საბოლოოდ კი სიურრეალიზმის მამამთავრადაც კი გვევლინება („ტირეზიას კერტები“, 1917). აპოლინერი ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოეტური კრებულით „ალკოჰოლები“. მასში შედის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და სხვადასხვა ჟანრის ლექსები, რომლებსაც აერთიანებთ პუნქტუაციის მოხსნა. აპოლინერის შემოქმედებაში ალკოჰოლის თემა ორმაგადაა განვითარებული: პოეტი სვამს ალკოჰოლს, როგორც თავის ცხოვრებას და სვამს თავის ცხოვრებას, როგორც ალკოჰოლს. სამყარო კონცენტრირებულია ღვინოში, ხოლო ღვინისადმი მიდრეკილება სიმბოლოა სამყაროს შეცნობისა. მისი ლექსების უმთავრესი თემაა თანამედროვეობა, ქალაქური ცხოვრება. ხშირია თანამედროვე ტერმინოლოგიის გამოყენება: ავტომობილები, თვითმფრინავები, ავტობუსები, ინდუსტრიული ქუჩა, აფიშები და მისთ. (…სრულად)

All Blacks — ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში. ნაკრები ერთ-ერთი მოწინავეა საერთაშორისო მასშტაბით და მრავალი ძლიერი გუნდი ჰყავს დამარცხებული, მათ შორის „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები“ და „მსოფლიო XV“. All Blacks ყოველწლიურად ეჯიბრება ავსტრალიისა (კენგურუები) და სამხრეთ აფრიკის (სპრინბოკები) გუნდებს „სამი ერის თასის“ ჩემპიონატზე. ჩემპიონატის 12 წლიანი ისტორიის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა 8-ჯერ, ხოლო ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ 2-2 ჯერ იზეიმეს. 2007 წლის 22 ოტქომბერს სამხრეთ აფრიკის მიერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ახალმა ზელანდიელებმა დროებით დაკარგეს ლიდერობა საერთაშორისო რაგბის მმართველობის მიერ შედგენილ საუკეთესო გუნდების სიაში, თუმცა 2008, 7 ივლისს კვლავ ლიდერები გახდნენ. სამი ერის თასზე სამხრეთ აფრიკასთან დამარცხების შემდეგ ნაკრებმა კვლავ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გუნდმა პირველი ბრძოლა 1884 წელს გამართა, „კუმბერლენდის ქვეყანა, ახალი სამხრეთ უელსის“ წინააღმდეგ. ნაკრების აღმავლობა 1956 წელს დაიწყო მათი ზემდგომი გუნდის, სამხრეთ აფრიკის დამარცხებით, ახალ ზელანდიაში, 1956 წელს. ათი წლის შემდეგ კი, ნაკრებმა ყველაზე გრძელ მოგებების სერიას მიაღწია, 17 თამაშის მოგებით, 1965 წლიდან 1970 წლამდე. (…სრულად)
|